ფეისბუქი, რომელიც შეშფოთებულია ბოლო ხანს ყალბი ახალი ამბების,

ეგრეთ წოდებული ფეიქ ნიუსების გავრცელების მასშტაბით, მომხმარებელს სპეციალურ რეკომენდაციებს აწვდის. ზოგიერთ მათგანს აქ განვიხილავთ.

მაშ ასე:

დარწმუნდით, რომ სტატიაში მოთხრობილი ამბავი ხუმრობა არ არის. ყურადღება მიაქციეთ მისი გამოქვეყნების თარიღსაც. შეიძლება სტატია საპირველაპრილო ხუმრობა იყოს.

მაგალითად: 2008 წლის პირველ აპრილს ბი ბი სიმ გამოქვეყნა ვიდეო, სადაც პინგვინები დაფრინავდნენ. ბი ბი სის წამყვანმა ტერი ჯონსმა კი მაყურებელს ახალი აღმოჩენის შესახებ აუწყა. თურმე ნუ იტყვით და იმის გამო, რომ ანტარქტიკულ ზამთარს გამოექცნენ, ჭკვიანი ფრინველები ათასობით კილომეტრს მიფრინავენ  და ზამთარს სამხრეთ ამერიკის ტროპიკულ ჯუნგლებში ატარებენ.

 

ასევე გაითვალისწინეთ, რომ სტატია შეიძლება სატირა იყოს, სადაც ავტორი ირონიას, ალეგორიას, გროტესკს ან პაროდიას იყენებს.

თუ დაფარული იუმორის გამოცნობა გაგიჭირდათ, ყურადღებით გაეცანით საიტის დანარჩენ სტატიებსაც. ასეთ ვებ-გვერდებზე, როგორც წესი სხვა სტატიებიც იუმორისტულია ხოლმე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *