როგორ ვებრძოლოთ კლონებს?
ხშირია შემთხვევა, როდესაც კონკრეტული, პოპულარული ადამიანის დისკრედიტაციის მიზნით, ან უბრალოდ გასართობად, მისი ნამდვილი ფეისბუქ-გვერდის მსგავსი ყალბი გვერდი, ეგრეთ წოდებული კლონი იქმნება.
ასეთი კლონები შეიძლება დამოუკიდებლად აქტიურობდნენ, აქვეყნებდნენ ინფორმაციებს, მონაწილეობდნენ დისკუსიებში და ამით სერიოზულ ზიანს აყენებდნენ იმ ადამიანის, ან ორგანიზაციის რეპუტაციას, ვისი სახელითაც მოქმედებენ.
თუ გადააწყდებით თქვენთვის კარგად ცნობილი პოლიტიკოსის, ხელოვანის და ზოგადად, საჯარო პირის განცხადებას, რომლის ავთენტურობაც საეჭვოდ მოგეჩვენათ. ნუ დაიზარებთ, გადაამოწმეთ, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა მას კონკრეტული მოსაზრება.
ამისთვის ყალბი პროფილების გამოვლენის სტანდარტული მეთოდები გამოიყენეთ, ან უბრალოდ დაელოდეთ, დაადასტურებენ თუ არა იგივეს ცნობილი, ავტორიტეტული საინფორმაციო საშუალებები.
რაც მთავარია, ნუ გააზიარებთ მსგავს ინფორმაციას და თქვენდაუნებურად ნუ შეუწყობთ ხელს დეზინფორმაციის გავრცელებას.
თუ თქვენ ცნობილი ადამიანი ხართ და თქვენი ფეისბუქ-გვერდის კლონი შექმნეს, გაიარეთ სპეციალური ვერიფიკაცია, რომელიც ფეისბუქს საშუალებას მისცემს ზუსტად გაარკვიოს, რომელია თქვენი ნამდვილი გვერდი და რომელია ყალბი.