რამდენად გავრცელებულია ფეიქ ნიუსები თანამედროვე მსოფლიოში?
ფეიქ ნიუსების გავრცელების მასშტაბი ძალიან დიდია. მაგალითად, ინგლისურმა ლექსიკონმა კოლინზმა, 2017 წლის ყველაზე პოპულარულ, ხშირად გამოყენებად ფრაზად, სწორედ ფეიქ ნიუსი დაასახელა.
რისთვის აქვეყნებენ ფეიქ ნიუსებს?
მიზანი შეიძლება სხვადასხვა იყოს.
მაგალითად:
ვებ-გვერდის მნახველების გაზრდა;
სხვადასხვა პროპაგანდისტული იდეების გავრცელება;
საზოგადოებრივი აზრის ფორმირება, მოსახლეობაში პანიკის და აგრესიის გამოწვევა;
პირის, კომპანიის ან ორგანიზაცის გაშავება და მისი რეპუტაციის შელახვა.
ამ მიზნების მისაღწევად სხვადასხვა გავლენიანი ჯგუფები, ზოგჯერ კი სახელმწიფო ინსტიტუტები ძალ-ღონეს არ იშურებენ, მათ შეიარაღებაში კი ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად ფეიქ ნიუსების შექმნა და გავრცელება მოიაზრება.