ტერმინოლოგია:

რას ნიშნავს ტროლი?

ტროლი – პატარა, მახინჯი არსებაა სკანდინავიურ მითოლოგიაში. ინტერნეტ სლენგის მიხედვით კი იგი აღნიშნავს ადამიანს, რომელიც აქვეყნებს არაადეკვატურ და პროვოკაციულ, ან მიზანმიმართულად ანგაჟირებულ ინფორმაციას ფორუმზე, ჩატში, ბლოგზე და ა.შ.

შესაბამისად – ტროლინგი ასეთი ტიპის ქმედებების აღმნიშვნელი ტერმინია.

ტროლინგის – როგორც პროპაგანდის იარაღის ეფექტურობა სწრაფად აღმოაჩინეს სხვადასხვა პოლიტიკურმა, თუ  ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა. ასევე, მის გამოყენებაში რამდენიმე სახელმწიფოცაა შემჩნეული.

არსებობენ ტროლების ორგანიზებული ჯგუფები, იგივე ფერმები, ან ქარხნები, რომლებიც მათი დამფინანსებლის  მიერ წინასწარ განსაზღვრული მიზნით მოქმედებენ – ახდენენ გარკვეული აზრის ფორმირებას სოციალურ ქსელებში, ან პირიქით, რაიმე იდეის, ან ღირებულების დისკრედიტაციას.  ამგვარ ფერმას შეიძლება რამდენიმე ათეული, ან სულაც ასეული წევრი ყავდეს. თითოეული კი ერთდროულად რამდენიმე ანგარიშს მართავდეს სოციალურ ქსელში. ასეთი გზით ქმნიან შთაბეჭდილებას, თითქოს რაიმე კონკრეტულ შეხედულებას მხარს მოსახლეობის დიდი ნაწილი უჭერს.

საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის ამ, ამორალურ, მაგრამ საკმაოდ ეფექტურ მექანიზმს ფართოდ იყენებენ რუსული სპეცსამსახურები. სამწუხაროდ მსგავს ფაქტებს ხშირად ვხვდებით საქართველოშიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *