როგორ ამოვიცნოთ ტროლი ფეისბუქზე?
საკითხის აქტუალობის გამო ინტერნეტში ტროლების, იგივე ყალბი ფეისბუქ-გვერდების გამოსავლენი სპეციალური ვებ-ინსტრუმენტებია შექმნილი.
ერთ-ერთი მათგანია ვებ-გვერდი Stalkscan.com.
შეხვალთ ამ საიტზე, საძიებო ველში საეჭვო პროფილის მისამართს შეიყვანთ და მის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივიღებთ.
კერძოდ: მის მიერ ატვირთული ფოტოები, ვიდეოები და გამოქვეყნებული სტატუსები;
მის მიერ სხვა მომხმარებლების ფოტოებზე, ვიდეოებსა და პოსტებზე გაკეთებული კომენტარები და მოწონებები.
მის მიერ მოწონებული გვერდები; ადგილები, რომლებსაც ესტუმრა; მეგობრები; მეგობრების მეგობრები და მრავალი სხვა.
ეს ინფორმაცია ანალიზის საშუალებას მოგვცემს და უცებ გავერკვევით ვისთან გვაქ საქმე. რა ინტერესები ამოძრავებს და საერთოდ არის თუ არა რეალური პიროვნება.