როგორ ამოვიცნოთ ტროლი ფეისბუქზე?
საკითხის აქტუალობის გამო ინტერნეტში ტროლების, იგივე ყალბი ფეისბუქ-გვერდების გამოსავლენი სპეციალური ვებ-ინსტრუმენტებია შექმნილი.
ერთ-ერთი მათგანია ფეისბუქის საძიებო სისტემა – Facebook Graph Search.
სისტემა საშუალებას გვაძლევს საეჭვო მომხმარებლის შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია შევკრიბოთ.
კერძოდ: მის მიერ ატვირთული ფოტოები და ვიდეოები და გამოქვეყნებული სტატუსები.
მის მიერ სხვა მომხმარებლების ფოტოებზე, ვიდეოებსა და პოსტებზე გაკეთებული კომენტარები და მოწონებები.
მის მიერ მოწონებული გვერდები, ადგილები, რომლებსაც ესტუმრა, მეგობრები, მეგობრების მეგობრები, და მრავალი სხვა.
ასევე შესაძლებელია ძებნისას ერთდროულად რამდენიმე მომხმარებელი მივუთითოთ და მათ შორის ურთიერთკავშირი შევისწავლოთ. მაგალითად: დავადგინოთ რამდენად ანალოგიურია ამ მომხმარებლების აქტივობები და ხომ არ არიან ერთი და იგივე ტროლ-ფერმის წევრები.