Viber-ის მეხსიერების მართვის ახალი ფუნქცი, მომხმარებლებს საშუალებას აძლევსაკონტროლონ აპლიკაციის მეხსიერებამარტივად აირჩიონ არასაჭირო დოკუმენტებიდა სივრცე გაათავისუფლონ.

თბილისი, 2023 წლის 9 თებერვალი: Rakuten Viber, გლობალური ლიდერი პირადი, უსაფრთხოშეტყობინებების და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში, მეხსიერების მართვის ახალი ფუნქციასაანონსებს. აღნიშნული სიახლე, Viber-ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მარტივადაკონტროლონ მეხსიერება აპლიკაციაში და საჭიროების შემთხვევაში, გაათავისუფლონ სივრცე. მომხმარებლები, რომელთა სმარტფონებსაც შეზღუდული მეხსიერება აქვთ, Viber აპლიკაციისუფრო ეფექტურად გამოიყენებენ.

მას შემდეგ, რაც ვიდეოების, AR ლინზების, სურათების და ინტერაქტიური კომუნიკაციის გამო,მედია შეტყობინებების მოცულობა მასიურად გაიზარდა, მობილური მოწყობილობების ძველივერსიებისთვის მონაცემთა დამუშავება გართულდა. statcounter GlobalStats-ის თანახმად, Androidსისტემის მქონე მობილურებისა და პლანშეტების მომხმარებელთა დაახლოებით 40% იყენებს 11.0 ან უფრო ახალ ვერსიას. შესაბამისად, დაბალი მეხსიერების გამო, მომხმარებელთამნიშვნელოვანი რაოდენობა ზარალდება.

Viber-ის მეხსიერების მართვის ახალი ფუნქცია, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მთლიანადგაასუფთაონ ქეშირებული მეხსიერება*  Viber-ში ან აირჩიონ რომელ ჩატებშია საჭირო სივრცისგასუფთავება. მეხსიერების მართვის ფუნქცია,  მომხმარებლებს დაეხმარება დაინახონ, თურამდენ ადგილს იკავებს Viber მათ მოწყობილობაზე, რამდენი აქვთ საერთო მოცულობა, რამდენითავისუფალი ადგილია დარჩენილი და რამდენს იყენებს თითოეული ჩატი.

მომხმარებლებს შეუძლიათ თითოეულ ჩატში წაშალონ არასაჭირო ფაილები – ისეთი მედიაკონტენტი, როგორებიცაა ვიდეოები, სურათები ან ფაილები. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტებიწაიშლება მხოლოდ იმ მომხმარებლისთვის, რომელიც ასრულებს მოქმედებას, ხოლო ჩატის სხვამონაწილეებისთვის, ყველა ფაილი უცვლელი იქნება.  თუ მომხმარებლებმა უკვე ჩამოტვირთესაპლიკაციაში მიღებული ფაილები, ეს ფაილები უსაფრთხოდ დარჩება მომხმარებლისმოწყობილობაზე.

 

 

*მონაცემების ერთობლიობა, რომელსაც გამოიყენებს ვებბრაუზერი, მონაცემთა ბაზა, საძიებო სისტემა დასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, სერვერი ან სისტემა, ნაკლებად ცვალებადი მონაცემების, მათ შორისფაილების სწრაფად მიღებისა და დამუშავების მიზნით.

 

ოფირ ეიალი, Rakuten Viber-ის აღმასრულებელმა დირექტორი:

 

მოხარულები ვართ, რომ მეხსიერების მართვის ახალ ფუნქციას ვუშვებთ, რომლისსაშუალებითაც, Viber მთელს მსოფლიოში კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ჩვენგვსურს, რომ ჩვენს ყველა მომხმარებელს, უახლესი მაღალტექნოლოგიურიმოწყობილობების გარეშე შეეძლოთ ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის იმდენიშეტყობინების გაგზავნა, რამდენიც მათ სურთ. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ფუნქცია იქნებაჩვენი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი გამოცდილება და მათ მოწყობილობაზესივრცის გათავისუფლების შესაძლებლობას მისცემს“.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ: https://help.viber.com/en/article/viber-storage-management

iOS-ისთვის, მეხსიერების მართვის ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება 19.3.0 ვერსიიდან, ხოლოAndroid-ისთვის 19.4-დან. აღნიშნული სიახლე, მხოლოდ მობილურ ტელეფონზეა ხელმისაწვდომი.

 

Rakuten Viber-ის შესახებ:

Rakuten Viber აკავშირებს ადამიანებს. არ აქვს  მნიშვნელობა, ვინ არიან ან საიდან არიან ისინი. გლობალურმომხმარებელთა ბაზას აქვს წვდომა უამრავ ფუნქციაზე, როგორიცაა ჩეთი, ვიდეო  ზარები, ჯგუფური შეტყობინებები დაგანახლებები, დისკუსიები მათ საყვარელ ბრენდებთან და ცნობილ ადამიანებთან. Viber მომხმარებლებს ემოციებისგაზიარებისთვის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოს უზრუნველყოფს. Rakuten Viber არის ელექტრონული კომერციისა დაფინანსური სერვისების მსოფლიო ლიდერის-Rakuten Group, Inc.-ის ნაწილი. ის NBA Golden State Warriors-ის მყისიერიშეტყობინებებისა და ზარების  აპლიკაციის ოფიციალური პარტნიორია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *