Google I/O ყოველწლიური კონფერენციაა, სადაც ყველასათვის ცნობილი ამერიკული კომპანია ჟურნალისტებს და სპეციალისტებს ახალ სერვისებს წარუდგენს.

2017 წლის კონფერენციაც, რომელიც კალიფორნიაში 17-18-19 მაისს ჩატარდება, ტრადიციულად დიდ ინტერესს იწვევს.

უკვე ცნობილი გახდა, რომ კონფერენციის მთავარი მოვლენა მობილური ოპერაციული სისტემის ახალი ვერსიის – Android O პრეზენტაცია იქნება.

თუ რა სიტყვა იგულისხმება ასო O-ს უკან, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვარაუდები არსებობს. ფიქრობენ, რომ ესაა Oreo – ნამცხვრის მწარმოებელი პოპულარული ბრენდი; Oatmeal Cookie – ნამცხვრის სახეობა, Ontbijtkoek – დანიური პურის სახეობა; Oliebol – ბენილუქსის ქვეყნებში პოპულარული კექსი, ან Orelletes – კატალონიური ნამცხვარი.

როგორც ექსპერტები ფიქრობენ, ანდროიდთან ერთად  კონფერენციაზე ისაუბრებენ ოპერაციული სისტემის – Chrome OS ახალ შესაძლებლობებზე, ასევე წარმოდგენილი იქნება ახალი პროდუქტები როგორც გართობის, ასევე ბიზნესის სფეროებში და ახალი იდეები „ჭკვიანი სახლის“ პროექტის ირგვლივ.

ინფორმაცია კონფერენციის შესახებ რეგულარულად განახლდება მისთვის სპეციალურად შექმნილ საიტზე – https://events.google.com/io/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *