27 მაისს, თბილისში, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს ბოჩას ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს პირველი ჩემპიონატი ბოჩაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს პარასპორტსმენებმა თბილისის, გორის, ქუთაისის და ბაღდათის კლუბებიდან.
ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს ქუთაისის ბოჩას სპორტული კლუბის წევრებმა, რომლებმაც სამ სხვადასხვა კატეგორიაში ოთხი მედალი მოიპოვეს:
BC1 კატეგორია
1-ლი ადგილი – მარიამ კლდიაშვილი
Მე-2 ადგილი – ნათია ჩიხლაძე
BC2 კატეგორია:
მე-3 ადგილი – თამარ ქარქაშაძე
BC4 კატეგორია
მე-2 ადგილი – მარიამ ენდელაძე