ქუთაისის ,,ტორპედოს” ახალი ინვესტორი ჰყავს.

Საფეხბურთო კლუბი ,,ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა’’ აუქციონის წესით, 577 017 ლარად შეისყიდა. Მისი ხელმძღვანელი ბიზნესმენი დავით კერესელიძეა. Ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებული იქნება დაფაროს კლუბის დავალიანება, რომელიც 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. Ახალი მფლობელის ვალდებულებებში ასევე, ყოველწლიურად, 4 მილიონი ლარის ინვესტიციის მოძიებაა, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მერია უფლებამოსილია  ინვესტორს საგარანტიო თანხა მოსთხოვოს.

 

ახალი მფლობელი ასევე პასუხისმგებელია ევროპული და ადგილობრივი ლიცენზიების მოპოვებაზე, მანვე უნდა უზრუნველყოს ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბება.

,,კომპანიამ პირველი საგარანტიო თანხა, 350 ათასი ლარის ოდენობით, უკვე ჩარიცხა, მიმდინარეობს დოკუმენტაციის გაფორმება, მალე ეწვევიან ქუთაისს  და დავიწყებთ მოპალარაკებებს დეტალებზე. დარწმუნებული ვარ, ახალი ივესტორი კეთილსინდისიერი და სანდო იქნება და ,,ტორპედო’’ არაერთხელ გაგვახარებს,’’-აცხადებს ქუთაისი მერი, იოსებ ხახალეიშვილი.

Ქუთაისის ტორპედო მერიამ აუქციონზე მეორედ გაიტანა, პირველად მისი შეძენით არავინ დაინტერესებულა.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი 2013 წელს შეიქმნა არაკომერციული იურიდიული პირის ფორმით და მისი მისიაა ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება განათლების, კვლევისა და სიახლის დანერგვის ხელშეწყობით.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები ორიენტირებულია სტუდენტის თავისუფალ არჩევანზე, გამოიმუშავოს ძირითადი სპეციალობის ფარგლებში სასურველი კომპეტენციები და შეიძინოს დამატებითი სპეციალობა ან მოახდინოს სხვადასხვა პროგრამის კომპონენტების თავისუფალი კონცენტრაცია.

უნივერსიტეტი აერთიანებს სამართლის, მედიცინის, ბიზნესისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *