ქუთაისის “ტორპედო” თბილისის
“დინამოსთან” დამარცხდა. შეხვედრა ანგარიშით 0:1 დასრულდა.
მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის მოედანზე 27 ივნისს ჩატარდა.
ანგარიში 25-ე წუთზე გახსნეს. გოლი “ტორპედოს” კარში გიორგი კუციამ გაიტანა.
“ტორპედო” მოედანზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა გაიყვანა, რომელიც კლუბში ახლახანს დაბრუნდა. მან პოსტი მიხეილ აშვეთიას წასვლის შემდეგ დაიკავა.