ქუთაისელი ძიუდოისტი საერთაშორისო ტურნირის
პრიზიორია. საბა ინანეიშვილმა ,,გრანდ სლემზე” ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საბა ინანეიშვილი ქუთაისის “სპორტულ დაწესებულებათა” N17 სპორტული სკოლის ძიუდოისტია. მისი მწვრთნელი დავით თევდორაძეა.
საერთაშორისო ტურნირი ,,გრანდ სლემი” ძიუდოში თბილისში მიმდინარეობდა.
საქართველოს ნაკრებმა ,,გრანდ სლემზე” ჯამში 9 მედალი მოიპოვა.
ტურნირში 80 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა.