თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქუთაისელი სპორტსმენები
საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ქუთაისელმა სპორტსმენებმა ჩემპიონატზე ასპარეზობა 2 ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. 1-ლი ადგილი 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში გიორგი ჭოლაძემ დაიკავა, 125 კგ წონით კატეგორიაში კი ასევე პირველ ადგილზე ალექსი ჟორჟოლიანი გავიდა, 86 კგ წონით კატეგორიაში კი მესამე ადგილი დავით კოღუაშვილმა აიღო.
გამარჯვებული სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელიც მაისში, ხორვატიაში გაიმართება.
23 წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში 20-22 მარტს, თბილისში მიმდინარეობდა. მასში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან 100-მდე სპორტსმენი ჩაერთო.