ქუთაისში, კოღუაშვილის ქუჩაზე, საფეხბურთო აკადემია მოეწყობა.
კოღუაშვილის 5-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების იჯარის ფორმით გასხვისებას ქუთაისის საკრებულომ მხარი დაუჭირა. რაულ ჩიხლაძე მასში 400 ათასი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და საფეხბურთო აკადემიას მოაწყობს.
,,სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, სპორტის განვითარება ჩვენთვის პრიორიტეტია, ასევე პრიორიტეტია ბიზნეს ინიციატივები, აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, რომ არსებული ქონება იჯარის ფორმით ინვესტორს გადავცეთ, რათა სპორტი ბიზნესად იქცეს. ხელშეკრულების დადებისას საჭიროა შესაბამისი პუნქტები, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ,’’-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ.
რაულ ჩიხლაძეს 6884 კვ.მ ფართის შენობა 20 წლის ვადით გადაეცა. ყოველწლიურად მას 29200 ლარის გადახდა მოუწევს. აქედან პირველი ორი წელი საშეღავათო პერიოდს წარმოადგენს.