ქუთაისის ,,ტორპედო” ახალ სეზონზე პირველ მატჩს გორის ,,დილასთან” გამართავს. შეხვედრა
1 მარტს რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.
მესამე საშინაო მატჩიდან თამაშებზე დასწრება კი ფასიანი გახდება.
,,კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სეზონის პირველ ორ საშინაო მატჩზე (1-ელ მარტს დილასთან, 11 მარტს ჩიხურასთან) გულშემატკივრისთვის დასწრება თავისუფალი იქნება. ტორპედოს თამაშზე დასწრება ფასიანი მესამე საშინაო მატჩიდან გახდება.ბილეთების ფასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ასევე სხვა არაერთ სიახლეს კლუბი გულშემატკივარს მოგვიანებით გააცნობს.”- წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.