ქუთაისის ,,ტორპედოს” ახალი გენერალური სპონსორი ეყოლება. პრესსამსახურის ინფორმაციით,
25 თებერვალს, 14:00 საათზე რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე კლუბის პრეზიდენტი ფაბიო მანინო მედიის წარმომადგენლებს შეხვდება.
,,ტორპედოს ახალი გენერალური სპონსორი ჰყავს, რომლის წარდგენაც მედიისა და გულშემატკივრისთვის სამშაბათს მოხდება. კლუბი 25 თებერვალს 2020 წლის სეზონის ეკიპირებასაც წარადგენს. გაჟღერდება სხვა არაერთი სიახლე.”- წერია გავრცელებულ ინფორმაცაში.