თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს სასკოლო ჩემპიონატზე ბაღდათელმა
მოჭადრაკემ წარმატება მოიპოვა. 7 წლის ლუკა გოგავამ 9-დან 8,5 ქულა მოაგროვა და ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდა.
ტურნირში მონაწილეობას საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის 234 მოჭადრაკე იღებდა. ჩემპიონატი 9 ტურად გაიმართა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, როგორც გოგონათა ასევე ჭაბუკთა შორის.
ლუკა გოგავა სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებულია, იგი არის არის იმერეთის და საქართველოს ჩემპიონი.