,,თუ აუდიტი ჩათვლის, რომ კლუბი არსებობას შესძლებს, მას უმაღლეს ლიგაში
თამაშის უფლება ექნება.”- ქუთაისის ,,ტორპედოს” შესახებ საქართველოს ფეხბურთის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ,,რადიო იმედის” ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, აუდიტმა უნდა დადოს დასკვნა თუ რამდენადაა ”ტორპედო” გადახდისუნარიანი.
,,აუდიტმა უნდა დადოს დასკვნა თუ რამდენადაა ”ტორპედო” გადახდისუნარიანი. კლუბს რომ ფეხბურთელთა და თანამშრომელთა დავალიანება აქვს, ეს პრობლემაა, თუმცა მთავარია რომ ჩემპიონატის დასრულებამდე აუდიტმა ”ტორპედოს” შესახებ გამოაქვეყნოს დასკვნა და თუ აუდიტი ჩათვლის, რომ კლუბი არსებობას შესძლებს, მას უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება ექნება. მცდარია ინფორმაცია, რომ ”ტორპედო” უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებას იმიტომ არ მიიღებს, რომ ფეხბურთელთა დავალიანება აქვს. აღმასკომი ”ტორპედოს” კონკრეტულ ვადებს განუსაზღვრავს და თუ კლუბი განსაზღვრულ ვადებში ხელფასებს ვერ გაისტუმრებს, მაშინ კლუბი ჯარიმდება. ასეთი ვადა კლუბს 25 დეკემბრამდე ჰქონდა და მაშინ აღმასკომის მიერ განსაზღვრული თანხა ”ტორპედომ” გადაიხადა.” – აცხადებს ლევან კობიაშვილი.
რადიო ,,ძველი ქალაქი” ფეხბურთის ფედერაციას ,,ტორპედოსთან” დაკავშრებით კითხვებით დაუკავშირდა, თუმცა განაცხადეს, რომ საკითხზე კომენტარი ჯერ ქუთაისის მერიაში უნდა გააკეთონ.
წყარო: რადიო იმედი