სასკოლო სპორტული ოლიმპიადის პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის
მხარდაჭერით ქუთაისის 32 – საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (პედაგოგი – ცირა მელაძე) თეატრალური პერფომანსი “მოგზაურობა ოლიმპიურ სამყაროში” მოაწყვეს. სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით კი ოლიმპიური კლუბი “გახდი ჩემპიონი” შეიქმნა.
,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ერთ-ერთი კომპონენტია საგანმანათლებლო/შემეცნებითი პროექტების განხორციელება. ეს ითვალისწინებს სპორტის/ოლიმპიზმის თემაზე ნაწარმოებების შექმნას. ამ ნიშნით გამოირჩეოდა 32-ე საჯარო სკოლა ქუთაისში. მათ პირველად ქალაქის სინამდვილეში მსოფლიო სპორტის დღესთან დაკავშირებით პერფორმანსი მოაწყვეს თემაზე ,,მოგზაურობა ოლიმპიურ სამყაროში”.ეს საკმაოდ საინტერესო და ურთულესი თემა იყო. ძალიან საინტერესო თაობა მოდის. ისინი სკოლის გარეშე თემითაც ინტერესდებიან რასაც ჰქვია ოლიმპიური მოძრაობის განვითარება. ამ სკოლამ თავისი ინიციატივით შემოგვთავაზა და გახსნა პირველად ქუთაისში პირველი ოლიმპიური კლუბი ,,გახდი ჩემპიონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვები თვიანთი ინიციატივით ერთვებიან სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში.”- განაცხადა იმერეთის რეგიონში ოლიპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა რევაზ რობაქიძემ.
კლუბის მიზანია სკოლის მოსწავლეთა სპორტულ შეჯიბრებებში, თემატურ ვიქტორინებში, საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა.