ქუთაისის ,,ტორპედოს” გულშემატკივრები ქუთაისის მერიის წინ მორიგ აქციას გამართავენ.
ფან-კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ხვალ, 30 იანვარს, 14:00 საათზე მერიასთან კიდევ ერთხელ შეიკირბებიან და გუნდში არსებულ პრობლემებზე, ახალი ინვესტორის შესახებ მერიისგან ინფორმაციას მოითხოვენ.
,,14:00 სათზე ყველანი ვიკრიბებით ქალაქის მერიის წინ , როგორც უკვე გაიგებდით არ გამოელიათ ეს ტყუილები და აწყინათ ამათ სიწყნარემ. დღეებს ითვლის ჩვენი გუნდი და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერაა საჭირო , მოდით მეგობრებო არ მოვიტყვილოთ თავი არ დავაჯმევინოთ თავზე არავის და ვიომოთ უკანასკნელ წამებამდე! გელოდებით ყველას ხვალ, 2 საათზე, მერიასთან. თუ ტორპედო გაიწირა 5 ლიგისთვის ქუთაისში საბოლოოდ მოკვდება ფეხბურთი და არ ექნებათ მომავალი ახალგაზრდა თაობებს.”- ნათქვამია ფანკლუბის განცხადებაში.
ქუთაისის ,,ტორპედოში” თვეებია ფინანსური კრიზისია. გუნდი წამყვანმა ფეხბურთელებმა და მთავარმა მწვრთნელმა დატოვეს. ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” იტალიელი ინვესტორისათვის გადაცემის საკითხზე კომენტარი ქუთაისის მერმა გააკეთა. გიორგი ჭიღვრია ამბობს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება. რაც შეეხება პროცესის გაჭიანურებას, ქალაქის მერი “ტორპედოს” საკითხის გადაუჭრელობას ინვესტორის მოძიების სირთულით ხსნის.