2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩს ,,ბორჯღალოსნები”
ქუთაისში ჩაატარებენ. 22 თებერვალს, 15:00 საათზე, ისინი ქუთაისში, “აია არენაზე” ბელგიას უმასპინძლებენ.
რაგბი ევროპის ჩემპიონატს “ბორჯღალოსნები” 1-ელ თებერვალს თბილისში, “დინამო არენაზე” რუმინეთთან მატჩით დაიწყებენ, 9 თებერვალს კი ესპანეთის ნაკრებს მადრიდში დაუპირისპირდებიან.