2019 წლის ქუთაისის საუკეთესო სპორტსმენად თავისუფალი სტილით
მოჭიდავე ბექა ლომთაძე დასახელდა.
ლომთაძისთვის მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა, მან მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთად მოიგო პრესტიჟული – ანრი ბელგანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, ევროპის ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ბექა ლომთაძეს 2019 წლის ქუთაისის საუკეთესო სპორტსმენისთვის დაწესებული ბროლის თასი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გადასცა.
2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და ქუთაისის მერიის ორგანიზებით გაიმართა. წარადგინეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენები.