კახა ჩხეტიანმა ტორპედო დატოვა. ის თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გახდა. ჩხეტიანი
,,დინამოს” ორი წლის განმავლობაში გაწვრთნის. მთავარი გუნდის გარდა ის აკადემიასაც უხელმძრვანელებს. ,,დინამოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მან ჩისკო ბუნიოსი შეცვალა. ახლი სეზონისთვის მზადებას ,,დინამო” 8 იანვრიდან დაიწყებს.
,,ნათქვამი მქონდა ის, რომ თუ გუნდს სპონსორი გამოუჩნდებოდა კლუბს დავტოვებდი. ის სითბო და სიყვარული, რაც ჩვენი გულშემატკივრებიდან მოდიოდა და ის განვლილი სამი წელიწადი ყოველთვის ჩემს გულში იქნება. რაც შეეეხება ,,დინამოს”, თავს არ დავზოგავთ იმისათვის, რომ ის მიზნები რაც ხელმძღვანელობასთან ერთად დავისახეთ შევასრულოთ”.- განაცხადა ჩხეტიანმა.
ქუთაისის ,,ტორპედოს” იტალიელი სპონსორები ჩაიბარებენ. ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მიხეილ აშვეთია შეასრულებს.
კახა ჩხეტიანი “ტორპედოს” მწვრთნელად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს “ტორპედომ” ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. გარდა ამისა, კლუბმა ორ-ორჯერ საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო, პირველად ითამაშა ევროპალიგის პლეი-ოფში.