ტყიბულელი სპორტსმენი ილია სულამანიძე
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ მსოფლიო რეიტინგში 100 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის პირველ ადგილზეა.
განახლებული რეიტინგის მიხედვით, მე-2 და მე-3 ადგილებს უნგრელი და რუსი ძიუდოისტები იკავებენ. რეიტინგი ასე გამოიყურება: ილია სულამანიძე – 540 ქულა; ვეგ ზსომბორი – 440 ქულა; მეტვეი კანიკოვსკი 400 ქულა.