ქუთაისელი მოკრივეები მერაბ თურქაძე და კონსტანტინე ჯანგავაძე 8 დეკემბერს იასპარეზებენ.
საკრივო შოუში, სარეიტინგო ორთაბრძოლებში, მათი მეტოქე ლუკა გოგობერიშვილი და გურამ კურტანიძე იქნებიან.
67კგ. წონით კატეგორიაში, 4 რაუნდიან ოთაბრძოლაში კონსტანტინე ჯანგავაძე (ქუთაისი) – გურამ კურტანიძეს (ყვარელი) დაუპირისპირდება.
67კგ.წონით კატეგორიაში, 4 რაუნდიან ორთაბრძოლაში მერაბ თურქაძის (ქუთაისი) მეტოქე ლუკა გოგობერიშვილი (თბილისი) იქნება.
8 დეკემბრიდან თბილისში პროფესიონალური კრივის საღამოები ახლდება. საკრივო შოუ Boxing Group Promotion-ის ორგანიზებითა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მხარდაჭერით გაიმართება.