მიმდინარე წლის 8 და 9 ნოემბერს, ბაქოში მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობა-გრემპლინგში
გაიმართა. შეჯიბრებები კადეტებს, ჭაბუკებს, ახალგაზრდებსა და ვეტერანებს შორის შედგა და მასში 25 ქვეყნიდან 450 სპორტსმენი მონაწილეობდა.
მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელის შემადგენლობაშიც სამი ქუთაისელი სპორტსმენი: ალექსი ტურაბელიძე, გიორგი ნიკურაძე, რატი ჩაჩუა არიან. მწვრთნელი გეგა ჩირგაძეა.
ჩემპიონატზე ალექსი ტურაბელიძე ოქროსა და ვერცხლის მედლებს, რატი ჩიჩუა კი ბრინჯაოს დაეუფლა.