ქუთაისში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ბექა ლომთაძის ბანერები განთავსდა.
სპორტსმენის გამოსახულებით ბანერები რუსთაველი, აბაშიძისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე დაიდგა.
ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქუთაისელმა სპორტსმენმა 61-კგ წონის კატეგორიის ფინალში რუსი მაგომედრასულ იდრისოვი 6:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.