ქუთაისის საკალათბურთო გუნდი “ქუთაისი 2010” თსუ-ს დაუპირისპირდება.
შეხვედრა 25 ოქტომბერს, 18:30 საათზე კლუბის გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება. მიზეზი კლუბის მისამართით დაწესებული სანქციებია, რომლის მიხედვითაც, სუპერლიგის ახალი რეგულარული გათამაშების პირველ ორ საშინაო შეხვედრას “ქუთაისი 2010” საკუთარ არენაზე ჩაატარებს მაყურებლის გარეშე.
“2019 წლის 31 მაისს, ქუთაისის სპორტის სასახლეში “ქუთაისი 2010”-ის და “დელტას” შორის სუპერლიგის ფინალური მატჩის დროს დარბაზში ადგილი ჰქონდა უწესრიგობას ადგილობრივმა ქომაგთა მხრიდან, რომლებმაც მსაჯებისა და ფედერაციის წარმომადგენლების მიმართულებით ბოთლები და სხვადასხვა ნივთები ისროლეს – ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გზავნილში. ამასთან დაკავშირებით, მიღებულია გადაწყვეტილება კლუბ “ქუთაისი 2010”-სთვის სანქციის დაწესების შესახებ. კერძოდ, სუპერლიგის ახალი რეგულარული გათამაშების პირველ ორ საშინაო შეხვედრას “ქუთაისი 2010″ საკუთარ არენაზე ჩაატარებს მაყურებლის გარეშე. ამასთან, ქუთაისის სპორტის სასახლეს დამატებით ეკისრება ანალოგიური ოთხმატჩიანი პირობითი დისკვალიფიკაცია, კონკრეტულად, თუ მომავალში მაყურებლის მიზეზით რაიმე დისციპლინარული სახის დარღვევა მოხდება. პირველ სანქციას დაემატება ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია,”-ნათქვამია საკალათბურთო კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
ფოტო: “ქუთაისი 2010”