წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული
“შემოდგომის წყალტუბო 2019” გაიმართა. სახალხო ზეიმი წელს მეექვსედ და განსაკუთრებით მასშტაბურად ჩატარდა.
ტრადიციულად გამოავლინეს წყალტუბოს საპატიო მოქალქეები. სხვებთან ერთად ეს ტიტული პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა მიიღო. ის აფხაზეთიდანაა და 6 წლის იყო, როცა წყალტუბოში საცხოვრებლად გადმოსვლა მოუწია. ის 2018 წელს ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.