ქუთაისში 12 სპორტული მოედანი მოეწყობა. ქუთაისის
მერიამ მარტივი ტიპის სპორტული მოედნების (12 ობიექტი) მოწყობა-რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა. მოეწყობა 6 ახალი მინი სტადიონი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 6 ძველ მოედანს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16 ათას 200 ლარია.
მოედნები მოეწყობა :
ზ. ჭავჭავაძის ქ. N2-სა და N4-ს შორის, ცახელის ქ. N5-თან,აღმაშენებლის გამზირი N1-თან,ზ. ანჯაფარიძის ქუჩა N19-თან,ფოთის ქუჩა N38-ის უკან,ნიკეას მე-2 შეს. N30-N32-ის მიმდებარედ, ფ. კაკაურიძის ქუჩა N3-5-7-თან, სულხან-საბას გამზ. N97-სა და N75-ს შორის, ი. ჭავჭავაძის გამზ. N11-ის მიმდებარედ, ლესელიძის ქუჩა N4 (N26 საჯარო სკოლა), ჯავახიშვილის ქუჩა N16-თან (სპორტულ ტრენაჟორთან),ჯ ავახიშვილის N6-თან.
2019 წელს ქუთაისში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებით 1 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება.