,,ტორპედოში” არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს
უნდა გაიმართოს. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს” ქუთაისის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, გუნდი ჯერ მერიის ბალანსზე არ იმყოფება.
შეხვედრის შემდეგ , რომელიც მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და ,,ტორპედოს” წარმომადგენლები დაესწრებიან, გადაწყდება მოუწევს თუ არა ადგილობრივ თვითმმართველობას გუნდის საკუთარი ბიუჯეტით შენახვა.
შეხვედრა თბილისში, ფეხბურთის ფედერაციაში, სავარაუდოდ დახურულ კარს მიღმა გაიმართება.