აგვისტოში ქუთაისის მერისა და ,,ტორპედოს” პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართება.
ამის შესახებ ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე გაირკვევა იღებს თუ არა ზაალ ჩაჩავა ვალდებულებას კლუბის მიმართ. ქუთაისის ,,ტორპედოს” პრეზიდენტს საპრივატიზაციო თანხის გადაუხდელობის გამო მერიამ ჯარიმები დააკისრა.
,,50 ათასი ლარი გადმორიცხა. ველოდებთ კიდევ ახალ ტრანშეს. ჩვენ აგვისტოს თვეში დაგეგმილი გვაქვს მასთან შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გამოიკვეთება რა მიმართულებით მივდივართ და ის იღებს თუ არა პასუხისმგებლობას გუნდზე.”- განაცხადა ჭიღვარიამ.
შეუწყვეტენ თუ არა ხელშეკრულება ჩაჩავას ჯერჯერობით უცნობია. ქალაქის მერის თქმით, ჯარიმები დარიცხული აქვთ, კანონის შესაბამისად მოქმედებენ და კლუბის პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, გუნდში კვლავ ფინანსური პრობლებია. არსებული ინფორმაციით, დავალიანება მხოლოდ იმ 5 ფეხბურთელს დაუფარეს, რომლებიც ძველი შემადგენლობიდან გუნდში ამ დრომდე რჩებიან.