ქუთაისის ,,ტორპედოს” მწვრთნელმა ყაზახეთში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო
ეტაპის პირველ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზ, ჟურნალისტების კითხვებს ქართულად უპასუხა. კითხვაზე, რატომ არ უპასუხა ჟურნალისტებს რუსულ ენაზე, მაშინ როდესაც ამ ენას კარგად ფლობს მწვრთნელმა ასე უპასუხა:
” იმიტომ რომ ქართული ენა უძველესი და ძალიან ლამაზია, ყველას უნდა ესმოდეს… ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, პატივს ვცემ მშობლიურ ენას და ამიტომ ვსაუბრობ ქართულად!”- განაცხადა კახა ჩხეტიანმა.
,,ტორპდოს” მწვრთნელის პასუხს მატჩისშემდეგი პრესკონფერენციიდან გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
წყარო: F.C. Torpedo Kutaisi