ზესტაფონში, ქალაქის ცენტრში, 100 მეტრიანი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი მოეწყობა.
ახალი მოედანი ყოფილი ფეროს N4 საშუალო სკოლის ადგილზე აშენდება. როგორც რადიო “ძველ ქალაქს” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსმა, მამუკა კვარაცხელიამ განუცხადა, მოედანს ფეხბურთის ფედერაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მოაწყობს.
“ზესტაფონის საფეხბურთო საზოგადოებამ, საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელობამ მოგვმართეს თხოვნით, რომ ზესტაფონში აშენებულიყო სტადიონი. ეს არის მიტოვებული ადგილი. მეოთხე სკოლა იყო ადრე. დაახლოებით არის 2 ჰექტარი. შემდეგ სკოლა განადგურდა. აგურებიც კი არ არის დარჩენილი. პირუტყვი ბალახობს და შპრიცებიც ეყარა. გადაწყდა, რომ აქ აშენდება საფეხბურთო სტანდარტული 100 მეტრიანი სტადიონი . ფეხბურთის ფედერაცია დააგებს უმაღლესი ხარისხის საფარს. ზესტაფონის მერია გააკეთებს ტრიბუნებს და ქვემოთ იქნება გასახდელები. ასობით ბავშვი გაიხარებს.”- განაცხადა უეფას მედია ოფიცერმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების ინსპექტირების განყოფილების უფროსმა მამუკა კვარაცხელიამ.
ზესტაფონში ახალი სტადიონის ასაშენებლად, დაახლოებით, მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯება.
ასე გამოიყურება ადგილი, სადაც სტადიონი უნდა აშედნეს.
ზესტაფონის(ფეროს)N4 საშუალო სკოლა
XX