საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის აუზის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 491ათასი ლარია განკუთვნილი.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საცურაო აუზის მშენებლობა. აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება. პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ასევე უნდა მოეწყოს სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეები.
შეგახსენთ, ქუთაისში თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი აშენდების შესახებ გასული წლის ნოემბერში ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააჟღერა.
თავდაპირველად ქუთაისში აუზის აშენების იდეა 2016 წელს გაჟღერდა . ქუთაისის მაშნდელი მერი შოთა მურღულიას ამტკიცებდა, რომ პროექტზე მუშაობა დაწყებული იყო, თუმცა აუზის მშენებლობა არ დაწყებულა.
რაც შეეხება ახლადგამცხადებულ ტენდერს, საცურა აუზის ასაშენებალდ სატენდერო დოკუმენტაციის შეადგენად სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 26 თებერვალს დაიწყება და 1 მარტს დასრულდება.