15-16 დეკემბერს, 14:00 საათზე, ქუთაისი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, თეიმურაზ
აფხაზავას სახელობის მე-16 საერთაშორისო ტურნირს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში უმასპინძლებს.
ღონისძიება სპორტის სასახლეში გაიმართება, შეჯიბრებებში საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და თურქეთიდან ჩაერთვებიან.
ტურნირი ქუთაისის მერიისა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მხარდაჭერით იმართება.