25 ნოემბერს “ტორპედომ” საქართველოს
თასის ფინალში “გაგრა” დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიპოვა. ფინალური შეხვედრისთვის განკუთვნილი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. გამარჯვებულის გამოვლენა კი პენალტების სერიით გახდა შესაძლებელი.
“გაგრას” კარებში 4 გოლი კობახიძემ, ცისკარიძემ, გეგეჭკორმა და ლაჩნიმ გაიტანეს.
შეხვედრა ბათუმში ანგისას სტადიონზე გაიმართა.