საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ შოთა ბაბუნაშვილი
სამწვრთნელო კარიერას დაიწყებს. საფეხბურთო კლუბის “ტორპდოს” მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მასთან აღნიშნულ საკითხზე უკვე ისაუბრა. სამწვრთნელო კარიერის “ტორპედოში” გაგრძლების სურვილი აქვს თავად ბაბუნაშვილსაც.
“მინდა “ტორპედოში” დავრჩე და ჩემი თავი მწვრთნელის რანგშიც მოვსინჯო. ამაზე კახა ჩხეტიანიც მესაუბრა და დიდი ალბათობით, “ტორპედოს” ასაკობრივ გუნდში ვიმუშავებ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.
სხვათაშორის, გამოსამშვიდობებელი მატჩიც კახა ჩხეტიანის ინიციატივაა. მან გამოხატა სურვილი, რომ ეს დღე ყოფილიყო… ჩხეტიანს სურს, ის ფეხბურთელები, ვისი ღვაწლიც ქართული ფეხბურთისადმი დიდია, დაფასებულები იყვნენ, ეს მატჩი კი მაგალითი იქნება სხვებისთვის.მადლობა მას ამისთვის და მადლობა “ტორპედოს” ხელმძღვანელობას ამ დღისთვის”. – შოთა ბაბუნაშვილის ამ კომენტარს “ტორპედოს” პრესსამსახური ავრცელებს.
ბაბუნაშვილი, რომ სამწვრთნელო კარიერას დაიწყებს ამას ქუთაისური კლუბის მთავარი მწვრთნელიც ადასტურებს:
“ფეხბურთიდან მიდის, მაგრამ ჩვენს გვერდით რჩება და სამწვრთნელო კარიერას გააგრძელებს. დარწმუნებული ვარ არაერთ საუკეთესო ფეხბურთელს აღუზრდის ჩვენს ჩვენს ქალაქს და ქვეყანას.”,- აცხადებს კახა ჩხეტიანი.
ქუთაისის “ტორპედოს” ცენტრალური ნახევარმცველის საფეხბურთო კარიერასთან გამოსამშვიდებებელი მატჩი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 19 ოქტომბერს 18 საათზე დაიწყება.