წყალტუბოში ცენტრალური სტადიონის
რეაბილიტაცია სრულდება. სამუშაოები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა. მისი თქმით, წყალტუბოში უმაღლესი დონის მატჩების გამართვა იქნება შესაძლებელი, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.
“წყალტუბოში ხორციელდება ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებს. საშუალება გვექნება წყალტუბოში ვუმასპინძლოთ მაღალი დონის მატჩებს, რაც ხელს შეუწყობს წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას” – განაცხადა გრიგოლ იოსელიანმა.
წყალტუბოს ცენტრალურ სტადიონზე მოწყობილია თანამდეროვე სტანდარტების ბუნებრივი საფარის მოედანი, სამუშაოები ფესხბურთის ფედერაციამ დააფინანსა. მიმდინარეობს, ტრიბუნების, ლოჟების, სარბენი ბილიკებისა და სველი წერტილების რეაბილიტაცია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 458 000 ლარი.