ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის ჩასატარებლად ბოლო დეტალებს აზუსტებენ. უეფას შენიშვნების გათვლისწინების შედეგად სტადიონზე ელემენტარული პრობლემების მოგვარება დაწყო. მაგალითად მოწესრიგდა საპირფარეშოები, სათადარიგო სკამების სახურავები, მოეწყო პარკინგის ზონა, შეიღება ძირითადი შენობის შიდა კედლები, პირდაპრი ეთერისათვის მოეწყო სპეციალური ადგილები და ა.შ. ჩატარებული სამუშაოების შედეგად სტანიონი მეორე კატეგორიის გახდა.
სტადიონის ადმინისტრაციული შენობის კედლები შეღებილია.
შეღებეს სტადიონის ღობეები.
53 ადგილიანი საპარკინგე ზონა სტუმრებისა და ტელევზიებისათვის.
მოწესრიგდა ტრიბუნების სავარძლები და VIP ლოჟა
მოწესრიგდა საპირფარეშოები, თუმცა მაყურებებისათვის განკუთვნილი საპირფარეშოების გარეფასადის მოწესრიგება ამ ეტაპზე ვერ მოესწრო.
ოპერატორებისათვის განკუთვნილი ადგილი მატჩის პირდაპირი ტრანსლირებისას
სტადიონზე განთავსებულა მაყურებელთა ქცევის წესები ქართულ და ინგლისურ ენებზე
ქუთაისის “ტორპედო” მოლდოვის “შერიფს” ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 10 ივლისს უმასპინძლებს.