ქუთაისის “ტორპედო” მოლდოვის “შერიფს”
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 10 ივლისს უმასპინძლებს. სტადიონის დირექტორის განცხადებით, უეფას შენიშვნები გათვალისწინებულია და ხარვეზებიც გამოსწორებული. თამაზ კიკვაძის თქმით, შეკეთდა საპირფარეშოები, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის ადაპტირდა გარემო, ტელევიზებისათვის გამოიყო პირდაპრი ეთერისათვის ავტომანქანების ადგილი, ასევე სტუმრებისათვის მოეწყო 50 ადგილიანი საპარკინგე ტერიტორია და ა.შ.
“ასევე სათადარიგო სკამების სახურავები შეიცვალა. შევღებეთ ძირითადი შემოსასვლელი და ღობეები. ამ დღეებში “სპეციალური სერვისების” თანამშრომლები ტერიტორიას დაასუფთავებენ. შევასრულეთ შენიშვნები, რაც იყო ძირითადი მოთხოვნები ყველაფერი გავიარეთ. სტადიონი უკვე აკმაყოფილებს მეორე კატეგორიის სტადიონის მოთხოვნებს და თამაში ჩატარდება 10-ში”,- განაცხადა თამაზ კიკვაძემ.
მოედნის მოწყობა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისათვის სტადიონის ბიუჯეტით მოხერხდა. ვრცლად მასალას რადიო “ძველი ქალაქი” უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.