საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” დღეს თბილისის “დინამოს” შეხვდება.
მატჩი თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში, 16:00 საათზე დაიწყება.
თუ დღეს “ქუთაისი 2010” თამაშს მოიგებს, საფინალო მეხუთე მატჩი ქუთაისში გაიმართება, სადაც სუპერლიგის ფინალის გამარჯვებული გამოვლინდება.
დამარცხების შემთხვევაში, სუპერლიგის გამარჯვებული “თბილისის დინამო” გახდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, თბილისში გამართულ ფინალურ მესამე მატჩში “ქუთაისი 2010” თბილისის “დინამოსთან” 80 -71 ანგარიშით დამარცხდა.