,,სტრონგმენის” , ,,სამჭიდის” და ,,ძალისმიერი ფიტნესი”-ს
განვითარების მიზნით, ქუთაისში სპორტული დარბაზი გაიხსნა, რომელიც ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების დაქვემდებარებაშია. დარბაზი #36 საჯარო სკოლაშია განთავსებული. ცნობილი სპორტსმენები, საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის წარმომადგენლები, კონსტანტინე ჯანაშია და ავთო ახვლედიანი დღეიდან უფასო წვრთნებს ,,სტრონგმენის” ,,სამჭიდის” და ,,ძალისმიერი ფიტნესი”-ს სახეობებში ჩაატარებენ.
დარბაზის გახსნას, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, მოადგილე შოთა ხაბარელი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე და სპორტის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპორტული დარბაზი ყოველ დღე, კვირის გარდა, 12 საათიდან 22 საათამდე იმუშავებს.