ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური სპონსორი “კრისტალბეთი” გახდა,
რომელმაც საფეხბურთო კლუბს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
“გენერალური სპონსორები გავხდით. გვინდოდა, პრეცენდენტი შეგვექმნა თუ როგორ თანამშრომლობს წარმატებული კომპანია წარმატებულ კლუბთან. ქუთაისის “ტოპრედო”, არა იმიტომ რომ ჩემპიონი გახდა, ფლაგმანია ქართული ფეხბურთის. დიდი იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ უფრო და უფრო დიდ წარმატებას მივაღწევთ.”ტორპედოსთან” თანამშრომლობა ჩვენი კომპანიისთვის უკვე შედეგიანია,”-განაცხადა “კრისტალბეთის” პიარ მენეჯერმა ბექა მახათაძემ.
თუ რა თანხით დააფინანსებს ახალი გენერალური სპონსორი საფეხბურთო კლუბს არ სახელდება. როგორც ბექა მახათაძე განმარტავს, საუბარი საკმაოდ “მსუყე” ინვესტიციაზეა.
“ტორპედო” ეროვნულ ჩემპიონატში კვლავ ჩაერთვება. მანამდე კი “კრისტალბეთი” საფეხბურთო კლუბს თურქეთში მოსამზადებელ შეკრებას დაუფინანსებს.