“ტორპედოს” პირველი ახალწვეული მიხეილ
სარდალაშვილია. როგორც საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღიშნული, 25 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი დღეს გააფორმა.
ეროვნული ლიგის გასულ სეზონში სარდალიშვილმა 35 მატჩში ითამაშა, სადაც თავი 8 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. გარდა ამისა, 4 გოლი გაიტანა დავით ყიფიანის სახელობის თასზე.
ახალ შენაძენთან ერთად კლუბი დატოვა გუგა ფალავანდიშვილმა. 24 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და პრესსამსახურის ინფორმაციით, მან კარიერის უცხოეთში გაგრძელება ისურვა.