ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ
ახალი მოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჭიდში 477 კილოგრამი დაიმორჩილა. სპორტსმენს გამარჯვებას იმერეთის გუბერნატორი, გივი ჭიჭინაძე ულოცავს.
“მიხარია, რომ მან კიდევ ერთხელ გაიტანა საქართველოს სახელი ფარგლებს გარეთ. ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ამერიკის ქალაქ ანაჰაიმში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ტრიუმფალურად დაასრულა. სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და 477 კილოგრამი დაიმორჩილა.
მიხარია, რომ მსოფლიო დონის ფალავანი არის იმერეთიდან და ჩვენ ყველა მის ორთაბრძოლას განსაკუთრებით ვგულშემატკივრობთ. ეს არის სპორტსმენი, რომელიც ყოველთვის ორიენტირებულია გამარჯვებაზე. მე კიდევ ერთხელ ვულოცავ ლაშას, მის ოჯახს, ახლობლებს და ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას. იმერეთი ამაყობს ლაშა ტალახაძის წარმატებებით.” – აცხადებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე.