საფეხბურთო კლუბი “ტორპედო”
აუქციონზე გაიყიდა. კლუბი 300 ათას ლარად შპს “ინტერნეიშენალ სოქერ ჰაუსმა” შეიძინა. საწყისი ფასი 295000 ლარი იყო. კლუბი 100 პროცენტიანი წილით გაიყიდა. პირობით გასხვისდა მხოლოდ, საწესდებო კაპიტალი და აკ. ხორავას ქუჩა N1-ში არსებული მიწის ნაკვეთი.
ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს, ფეხბურთის განვითარების ფონდის არსებობის, ფუნქციონირების შემთხვევაში არანაკლებ 1,5 მლნ. ლარის ინვესტირება, მათ შორის პირდაპირი ინვესტირების გზით ან სპონსორის მოზიდვით (ფონდიდან მისაღები თანხების გარეშე) უნდა უზრუნველყოს 500 000 ლარის ინვესტირება დამოუკიდებლად. 2017 წლის ვალდებულება, მიუხედავად არასრული კალენდარული წლისა, სრულად უნდა შესრულდეს 2018 წლის 1 იანვრამდე რაც გულისხმობს, მყიდველის მიერ 500 000 ლარის პირდაპირი გზით ინვენსტირებას, გარდა ფეხბურთის განვითარების ფონდიდან მიღებული თანხებისა.
მყიდველმა ყოველწლიურად უზრუნველყოს შპს “საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის”” (ს/კ N212917183) საქართველოს ეროვნული უმაღლესი ლიგის ჩემპიონატში მონაწილეობისათვის პირობების დაკმაყოფილება და შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება/შენარჩუნება, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე მონაწილეობისათვის.
მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს საფეხბურთო სკოლა-აკადემიის და ბავშვთა გუნდების ფუნქციონირება (წელიწადში 100-200 ბავშვზე), ოფიციალური მატჩებისა და სასწავლო-საწვრთნელი პროცესი, ფიფას, უეფას და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულებებით დადგენილი პირობების შესაბამისად;
მყიდველი ვალდებულია არ შეცვალოს შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისის”” (ს/კ N212917183) სპორტული პროფილი – ,,ფეხბურთი””.
ფეხბურთის განვითარების ფონდიდან დაფინანსების შეწყვეტის ან შემცირების შემთხვევაში, მყიდველის მიერ უნდა განხორციელდეს პირდაპირი ინვესტირების გზით ან სპონსორის მოზიდვით, შპს ,,საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისი”-სათვის, არანაკლებ 1,5 მლნ ლარით დაფინანსება, მე-3 პუნქტში განსაზღვრული მიმართულებებისათვის.
შეგახსენებთ, საფეხბუთო კლუბი “ტორპედო” აუქციონზე მეორედ გაიტანეს. პირველად მისი ფასი 585 413 ლარი იყო, თუმცა მაშინ მისი შეძენის მსურველი არ გამოჩნდა.