ქუთაისში, სკვერებში განთავსებულ ტრენაჟორებს
რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ქუთაისის მერიამ ტრენაჟორების მოსაწესრიგებლად ტენდერი გამოაცხადა. უფრო კონკრეტულად, ტრენაჟორები შეკეთდება ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევიში N10-სა და N16-ს შორის სკვერში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში (თაბუკაშვილის ქ. N2) და ე.წ. “ხარაზოვის ბაღში” (სოლომონ პირველის ქუჩა N46ა).
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 ათასი ლარია. სატენდერო წინადადებების მიღება 14 ივნისს იწყება და 16 ივნისს მთავრდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მხედვით, “მიმწოდებელი” ვალდებულია, ნიკეას ქუჩის მე-2 შესახვევი N10-სა და N16-ს შორის სკვერში, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში (თაბუკაშვილის ქ. N2) და ე.წ. “ხარაზოვის ბაღში” (სოლომონ პირველის ქუჩა N46ა) ტრენაჟორების რეაბილიტაცია განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 15 აგვისტომდე.