ტრენინგის ორგანიზატორების თქმით მათი მიზანია, რეგიონებში უსინათლოთა
ფეხბურთელებს შორის ფეხბურთის განვითარება და კიდევ უფრო პოპულარიზაცია.
“ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ ფეხბურთის პოპულარიზაცია იმერეთიდან დაგვეწყო, ასევე ვგეგმავთ აჭარის რეგიონში ამ სპეციფიური თამაშის პოპულარიზაციას. ჩვენ ასევე ვგეგმავთ რამდენიმე ფეხბურთელის შერჩევას, რომლებიც დაემატებიან საქართველოს უსინათლო ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს,”-განაცხადა საქართველოს უსინათლო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ილია ხიპაშვილმა.
საქართველოს უსინათლო ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გიორგი პაპოვი განმარტავს, რომ უსინათლოთა ფეხბურთი სპეციფიკური ფეხბურთია, რომელსაც თავისი წესები აქვს.
“ბურთი რომლითაც ისინი თამაშობენ, მასში მოთავსებულია სპეციალური ხმოვანი ჟღარუნები, რომლის საშუალებითაც, მოთამაშეები ხვდებიან თუ სად არის ბურთი. ასევე მწვრთნელებს გვაქვს სპეციალური მითითებები თუ როგორ ვათამაშოთ ფეხბურთი,”-აცხადებს გიორგი პოპოვი.