რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატამდე
სულ ცოტა დრო დარჩა და ორგანიზატორები ბოლო დეტალებს აზუსტებენ. ქუთაისში ინგლისიდან ტურნირის დირექტორი ჩამოვიდა, რომელმაც “აია არენა” დაათვალიერა. როგორ შეაფასა ტურნირის დირექტორმა სარაგბო ბაზაზე არსებული ვითარება, ამის შესახებ ტურნირის მენეჯერი ლექსო გუგავა რადიო “ძველ ქალაქს” ესაუბრა.
“ქუთაისში ინფრასტრუქტურა მზად არის. რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული ყველაფერი გაკეთებულია. სავარჯიშო და სათამაშო მოედანმა ბოლო ინსპექტირება გაიარა. ტურნირის დირექტორი ინგლისიდან საიმონ ქიბლი ჩამოვიდა, შეამოწმა ყველაფერი და კმაყოფილია”, – განაცხადა ტურნირის მენეჯერმა ლექსო გუგავამ.
20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატი 2017 წლის 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით გაიმართება. თბილისსა და ქუთაისში 3 ქვეჯგუფში გადანაწილებული მსოფლის 12 უძლიერესი ნაკრები ითამაშებს. ახალგაზრდა ქართველ ბორჯღალოსნებს ჩ ჯგუფში არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ მოუწევთ ბრძოლა, A ჯგუფში ითამაშებენ ავსტრალია, ინგლისი, სამოა და უელსი, ხოლო B ჯგუფში ირლანდია, იტალია, ახალი ზელანდია და შოტლანდია.
ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში ავჭალის სტადიონზე და ქუთაისში, აია არენაზე შედგება